დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
VPDKA
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 01 თებ 2022

დოიჩე ველე აკადამია და MDF “მითების დეტექტორის ლაბორატორიაში” მსმენელების მიღებას იწყებს!

მედიის განვითარების ფონდი (MDF), "დოიჩე ველე აკადემიის" (DWA) მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაწიგნიერების პროგრამას, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით ხორციელდება და უკვე  195 კურსდამთავრებული ჰყავს.


ჩვენი პროგრამის სლოგანია: დაადგინე სიმართლე შენით!


ახალგაზრდებს, ვისაც სურთ:  


  • მიიღონ ცოდნა მედიაწიგნირებაში, 

  • განივითარონ ინფორმაციისა და მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზის, ასევე ფაქტების გადამოწმების უნარები,  

  • გაიარონ სტაჟირება ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალზე www.mythdetector.ge


ვიწვევთ მედიაწიგნიერების პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 


კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღრმაონ ცოდნა შემდეგ საკითხებში:


  • მედიის როლი და ფუნქციები დემოკრატიულ საზოგადოებაში, ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი;

  • მედიის მფლობელობა და ფინანსური გამჭვირვალობა;

  • ფაქტების გადამოწმება ღია წყაროებით და  ინსტრუმენტებით: ყალბი ინფორმაცია, ვიზუალი;

  • სოციალურ მედიაში ყალბი ანგარიშების და კოორდინირებული არაავთენტური ქმედების იდენტიფიცირება

  • კიბერუსაფრთხოება

  • მულტიმედია პროდუქტის წარმოება (აუდიო-ვიდეო გადაღება, მონტაჟი)

  • მონაცემთა ვიზუალიზაცია (ინფოგრაფიკა, სტორიმეფი, ტაიმლაინი).


პროგრამა ითვალისწინებს სტაჟირებას www.mythdetector.ge-ის ვებ-გვერდზე, რაც კვირის განმავლობაში სტუდენტებთან ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს. კურსის განმავლობაში მომზადებული საუკეთესო მასალები ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება, ხოლო მულტიმედია მასალების ავტორები 50 ევრომდე (დასაბეგრი თანხის ეკვივალენტი ლარებში) ჰონორარს მიიღებენ.


სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3,5 თვეა. სწავლება წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში (დისტანციურად და ფიზიკურად მედიის განვითარების ფონდის ოფისში), რაც დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ ვითარებაზე.

 


კურსის ყველა საფეხურის გავლის შემდეგ, პროგრამის მონაწილეებს ფაქტების გადამოწმებასა და მედია კვლევებში MDF-ისა და DWA-ის სერტიფიკატები გადაეცემათ.


კურსის ბოლოს გათვალისწინებულია ფინალური კონკურსი, რომელიც საუკეთესო მულტიმედია ნაშრომს გამოავლენს, გამარჯვებულებს კურსის დასრულების სერტიფიკატთან ერთად გადაეცემათ სპეციალური პრიზები, საუკეთესო შედეგის მქონე კონკურსანტები საჩუქრად ციფრულ ტექნიკას მიიღებენ. 

მოთხოვნა:


სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


  • იყოს 18-28 წლამდე ახალგაზრდა;

  • ფლობდეს ინგლისურ ან რომელიმე ევროპულ ენას საბაზისო დონეზე, რათა შეძლოს მასალის წაკითხვა, გააზრება და პირველ წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება;

  • ორი კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.



დაინტერესებულმა პირებმა,2022 წლის, 14 თებერვლამდე უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე:  მითების დეტექტორის ლაბორატორიის სასწავლო კურსი მედიაწიგნიერებაში 


აპლიკაციების საფუძველზე  შერჩეულ კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ გასაუბრება.


დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 558 32 30 30 ან E-MAIL: info@mdfgeorgia.ge


იჩქარეთ, კურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

აპლიკაციების მიღება 14 თებერვალს  შეწყდება.

უკან