განცხადებები
მედიის განვითარების ფონდი აცხადებს ვაკანსიას ფონდების მოძიებისა და ორგანიზაციული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ორგანიზაციის განვითარების გრძელვადიანი (3 წელი) სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
შეფასებისა და მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის დანერგვა;
ორგანიზაციის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება;
დონორების მონაცემთა ბაზების წარმოება და საგრანტო განაცხადების მუდმივი მონიტორინგი;
საპროექტო განაცხადების მომზადება პროგრამის დირექტორებთან და ფინანსურ მენეჯერთან კოორდინირებითა და თანამშრომლობით;
დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით რეგულარული შეხვედრების ორგანიზება;
დონორ ორგანიზაციებთან ანგარიშგების პროცესში მონაწილეობა;
ორგანიზაციის წლიური ანგარიშების მომზადება და შიდა ანგარიშგების სისტემის დანერგვა;
ორგანიზაციის საქმიანობის (მიმდინარე და დასრულებული პროექტების, სხვა აქტივობების) კომუნიკაცია;
ორგანიზაციის ქცევის კოდექსის და შიდა ანგარიშვალდებულებების სხვა სისტემების დანერგვა;
თანამშრომელთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
კვალიფიკაცია და სავალდებულო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება საჯარო ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ბიზნესის მართვის და სხვა შესაბამისი მიმართულებით;
ფონდების მოძიების და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
ინგლისურ ენაზე აკადემიური წერა;
პასუხისმგებლობა;
კომუნიკაბელურობა;
როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ საბუთები შემდეგ მისამართზე info@mdfgeorgia.ge :
1) რეზიუმე (CV), სადაც დეტალურად იქნება მითითებული თქვენი გამოცდილება ფონდების მოძიებისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით; ენების ცოდნა;
2) ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს შრომითი ან აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 14 თებერვალი.
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ საბუთების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.