განცხადებები
"მედიის განვითარების ფონდი" აცხადებს ვაკანსიას ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალის "მითების დეტექტორის” რედაქტორის მოადგილის პოზიციაზე.
ძირითადი ვალდებულებები:
მედიამონიტორინგის შედეგების ყოველდღიური ანალიზი და ფაქტების გადამოწმებისთვის თემების შერჩევა;
ყოველდღიური დაგეგმვა და გრძელვადიანი თემების მოძიება;
ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
ანალიტიკური სტატიების წერა;
ფაქტჩეკერების გუნდის მართვა - ინფორმაციის მიღება, სტატიების დაგეგმვა, დავალებების მიცემა, თანამშრომლების ინსტრუქტაჟი;
ფაქტჩეკერების ნაშრომების რედაქტირება;
საერთაშორისო პარტნიორებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;
ორგანიზაციის სხვა დავალებების შესრულება.
კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მოთხოვნები:
ჟურნალისტად/ფაქტჩეკერად/რედაქტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების ანალიზის და კრიტიკული შეფასების უნარი;
ანალიტიკური მასალების წერის უნარი და გამოცდილება;
უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების სფეროში (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს დასავლეთის უნივერსიტეტში მიღებული განათლება მედიისა და კომუნიკაციის სფეროში);
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პრეზენტაციის უნარი;
კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, აპლიკანტის გამოცდილების გათვალისწინებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული დატვირთვა.
დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 14 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ:
** რეზიუმე (CV);
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს პირდაპირი შრომითი ან აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს.
საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@mdfgeorgia.ge | წერილის საგანში მიუთითეთ რედაქტორის მოადგილე.
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. შერჩეულ კანდიდატებს შემდეგ ეტაპზე ჩაუტარდებათ ტესტირება ფაქტების გადამოწმებასა (fact-checking) და ინგლისური ენის ცოდნაში.