დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
LFZPD
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 04 ივლ 2022

ტრენინგი მედია და ინფორმაციულ წიგნიერებაში პედაგოგებისთვის

მედიის განვითარების ფონდი (MDF), ამერიკულ ორგანიზაცია The Critical Mass (TCM)-თან თანამშრომლობით და ნატოს სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერით, იწვევს საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს მედია და ინფორმაციული წიგნიერების სერტიფიცირებულ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ინტენსიური ტრენინგის მოდული შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  1. ვებ 2, სოციალური მედია და მედიის მომხმარებლოს როლი ახალ მედია ეკოსისტემაში

  2. ინფორმაციული ქაოსი და ყალბი და მანიპულაციური შინაარსის ტიპოლოგია

  3. წყაროების და მედია შინაარსის კრიტიკული ანალიზი და ინფორმაციის გადამოწმება

  4. ყალბი ვიზუალის (ფოტო/ვიდეო) და პროფილების გადამოწმება ღია წყაროებით (OSINT)

  5. გეოლოკაციის გამოყენება ინფორმაციის გადამოწმების პროცესში

  6. კიბერუსაფრთხოება და კიბერბულინგი.


ტრენინგს გაუძღვებიან MDF-ის, TCM-ის ტრენერები და კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე. ტრენინგის ხანგრძლივობა 4 სთ-ია.


ტრენინგებში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ ონლიან აპლიკაცია. ტრენინგი გაიმართება 25 ივლისს ქ. თბილისში.


ტრენინგი უფასოა, ტრენინგის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა თითოეული ჯგუფისთვის 20 ადამიანია. ფონდი ეტაპობრივად დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს. ჯგუფების დაკომპლექტებისას უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს.


ტრენინგის დასრულების შემდეგ პედაგოგებს გადაეცემათ საქართველოში ნატოს სამეკავშირო ოფისის, მედიის განვითარების ფონდის (MDF) და The Critical Mass (TCM) სერთიფიკატები.


აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 18 ივლისი.


შეავსეთ აპლიკაცია: https://forms.gle/ERtdmN2GY33ggL72A


დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე

ტელ: 558323030


უკან