დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
GXBDT
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 10 აგვ 2022

MDF აცხადებს ვაკანსიას მედია პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აცხადებს ვაკანსიას მედია პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

  • მედია პროექტების მართვა და ამ თემებზე დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
  • მედია გარემოს შესწავლა და ამ მიმართულებით ახალი აქტივობების და პროექტების ინიცირება;
  • მედიაწიგნიერების მიმართულების კვლევა, ფაქტების ანალიტიკოსებთან და კვლევით სამსახურთან თანამშრომლობით MDF-ის ტრენინგ მოდულების განახლება და ახალი სასწავლო რესურსების შექმნა;
  • ტრენინგების ჩატარება;
  • ორგანიზაციის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მოთხოვნები:

  • ჟურნალისტური საქმიანობის ან მედია კვლევების/აკადემიური გამოცდილება;
  • ტრენინგების ორგანიზების და ჩატარების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების სფეროში (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს დასავლეთის უნივერსიტეტში მიღებული განათლება მედიისა და კომუნიკაციის სფეროში);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პრეზენტაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 1000-1200 დოლარის ეკვივალენტი ლარებში (დასაბეგრი), განისაზღვრება ინდივიდუალურად, აპლიკანტის სამუშაო და აკადემიური გამოცდილების გათვალისწინებით. 


სამუშაო განაკვეთი: სრული დატვირთვა.


დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 1 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ:


** რეზიუმე (CV);

** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს პირდაპირი შრომითი ან აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს. 



საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@mdfgeorgia.ge | წერილის საგანში მიუთითეთ მედია პროგრამების მენეჯერი.


გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები

უკან