დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
TKWNA
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 05 სექ 2022

კონკურსი 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად

მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ფაქტების გადამოწმების პორტალი "მითების დეტექტორი” აცხადებენ ქვიზების კონკურსს 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის გამოსავლენად.


კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარება და გაცნობიერებული მედიამოხმარების ხელშეწყობა. 


თუ გინდა, რომ გაღიარონ 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ ახალგაზრდად და ხარ 17-დან 28 წლამდე:

  • 14 სექტემბრამდე დარეგისტრირდი ქვიზების კონკურსზე შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/ud366kATqKQbxijP6
  • 14 სექტემბერს დაელოდე კონკურსის მონაწილეობის ინსტრუქციას ელ.ფოსტაზე (არ დაგავიწყდეს არც  spam-ის შემოწმება) 
  • 15 სექტემბერს 12 საათზე მონაწილეობა მიიღე ქვიზების კონკურსში, რომელიც დისტანციურად, ონლაინ გაიმართება;
  • უპასუხე შეკითხვებს და დაელოდე შედეგების გამოცხადებას.

კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 2 გამარჯვებულს გამოავლენს: 

  • 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა ანაზღაურებად, ერთთვიან სტაჟირებას "მითების დეტექტორის” რედაქციაში გაივლის;
  • მე-2 გამარჯვებული კი - on.ge-ს რედაქციაში.

2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება სპეციალურ საზეიმო ცერემონიალზე MDF-ის მედიაწიგნიერების ფორუმზე მოხდება.


კონკურსი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. კონკურსის საინფორმაციო მხარდაჭერია - ინტერნეტ პორტალი On.ge.

უკან