დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JBZDW
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 07 სექ 2014

მედიის განვითარების ფონდის განცხადება პოლიციის რეიდების დროს ვიდეო გადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით

მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს 7 სექტემბერს, 01:00 სთზე პოლიციის რეიდების დროს ვიდეო გადაღების შეზღუდვისა და ამ პროცესში ინტერნეტ პორტალ media.ge-ს ჟურნალისტის ნატა ძველიშვილის თანმხლები პირის დაკავების გამო.

ჟურნალისტნატაძველიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,პოლიციამმასდამისთანმხლებპირვიდეოგადაღებააუკრძალდამობილურ ტელეფონში გადაღებულიკადრებიწაუშალ.ახალგაზრდისდაკავებამოხდამასშემდეგ,რაცმანპოლიციასმიუთითა,რომმისმობილურშიარსებულიმედიაფაილებიპირადიინფორმაციისშემცველიიყო დამათიდათვალიერებისუფლებასამართალდამცველებსარჰქონდათ.

შსსამინისტროსპრეს-სამსახურისცნობით,დაკავებულ მოქალაქესბრალიწარედგინაადმინისტრაციულსამართალდაღვევათაკოდექსის173-მუხლით,რაცსამსახურებრივიმოვალეობისშესრულებისდროსსამართალდამცავიორგანოსმუშაკის,კანონიერიგანკარგულებისადმიანმოთხოვნისადმიბოროტადდაუმორჩილებლობასგულისხმობს.

მისასალმებელია, რომ სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დაკავებული პირი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლა, თუმცა ეს არ ხსნის დღის წესრიგიდან პოლიციის ქმედებების სათანადოდ შეფასების აუცილებლობას.

სოციალურმა და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა ფუნდამენტურად შეცვალეს მედიის ტრადიციული გაგება, ხოლო ახალი მედიის ცნება ახალი აქტორების - მოქალაქე ჟურნალისტების მიერ საჯარო სივრცეში ინფორმაციის შეუზღუდავად შეგროვებასა და გავრცელებას გულისხმობს. შესაბამისად, პოლიციის ქმედება როგორც ჟურნალისტნატაძველიშვილის, ასევე მისი თანმხლები პირის მიმართ უკანონოა და სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს.

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დროულად შეისწავლოს და სათანადო რეაგირება მოახდინოს მომხდარ კანონდარღვევაზე;
  •  არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის მონაწილეობით, შეიმუშაოს სპეციალური ოპერატიული ან სხვა სახის ღონისძიებების დროს ჟურნალისტებთან და ზოგადად მოქალაქეებთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პრინციპები;
  • პოლიციის აკადემიის სასწავლო კურსში სათანადო ყურადღება დაუთმოს პოლიციელთა მომზადებას ინფორმაციის შეგროვების და გავრცელების პროცესში მოქალაქეებთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებს
მივმართავთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს:
  • შეისწავლოს პოლიციის ქმედება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ინციდენტზე;
  • შეიმუშაოს რეკომენდაციები პოლიციის მიმართ ანალოგიურ ვითარებებში პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად.

უკან