დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
WYKOH
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 27 ოქტ 2023

მედია და ინფორმაციული წიგნიერების ჰაკათონი TruthTechThon


მედიის განვითარების ფონდი (MDF), საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, UNESCO-ს გლობალური მედია და საინფორმაციო წიგნიერების კვირეულის ფარგლებში გიწვევთ ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად. მონაწილეობის მიღება ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლია. ჰაკათონის საპრიზო ფონდი 12, 000 ევროა.


ჰაკათონის მიზანია ისეთი ელექტროული რესურსების (აპლიკაცია, კომპიუტერული თამაში, ვებგვერდი და სხვა) შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს:

  • მედია და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას;

  • დეზინფორმაციასთან ბრძოლას;

  • ინფორმაციის სანდოობის გაზრდას;

  • ინფორმაციული ოპერაციების მიმართ საზოგადოების მედეგობის ზრდას.


ჰაკათონი სტარტს აიღებს 1 დეკემბერს და წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც ხელს შეუწყობს მასში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან დაინტერესებული გუნდების მონაწილეობას. 


ჰაკათონის ფინალი ჩატარდება 4 დეკემბერს თბილისში, ფიზიკურ ფორმატში. მედიის განვითარების ფონდი (MDF) უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებიდან ფინალისტი გუნდების  წევრების ტრანსპორტირებას.


შემიძლია თუ არა ჰაკათონში მონაწილეობა? 


ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია 15-35 წლის ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც:  

  • დაინტერესებულია ციფრული ტექნოლოგიებით და ჯერა, რომ მათი გამოყენებით მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევა და პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი;  

  • არაუგვიანეს 2023 წლის 18 ნოემბრისა დაარეგისტრირებს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 წევრისგან შემდგარ გუნდს და გაგვიზიარებს იდეის მონახაზს მარტივ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმაში;

  • წარმატებით გაივლის  წინასწარი შერჩევას სააპლიკაციო ფორმის განხილვის საფუძველზე და შეირჩევა ჰაკათონის მონაწილედ.
    გასათვალისწინებელია, რომ საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის ამ ეტაპზე, ჰაკათონის მენტორების გუნდმა, შესაძლებელია დამატებით ჩაგინიშნოთ დისტანციურ ფორმატში გასაუბრება. 


რას უნდა ველოდოთ ჰაკათონისგან?  

ჰაკათონის ფარგლებში, 4 დღის (1-4 დეკემბერი) განმავლობაში,  პროფესიონალ მენტორებთან ერთად, შერჩეული გუნდები იმუშავებენ ჰაკათონის საკონკურსო დავალებაზე. 

შექმნიან ციფრული ინსტრუმენტების პროტოტიპებს, რომლებიც  შეესაბამება ჰაკათონის თემატიკას და აკმაყოფილებს ქვემოთ გაწერილ კრიტერიუმებს. 


ჰაკათონის თემატიკა

  • მედია და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში; 

  • დეზინფირმაციასთან ბრძოლა და მის მიმართ საზოგადოების მედეგობის გაძლიერება.


კრიტერიუმები

ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეებმა უნდა შეასრულონ შემდეგი სამუშაო:

  • შეიმუშავონ ციფრული ინსტრუმენტის პროტოტიპი (თამაში, აპლიკაცია, ვებგვერდი, ჩათბოტი, ბრაუზერის გაფართოება (ფლაგინი) და სხვ.); 

  • პროგრამული პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს ჰაკათონის მიზანსა და თემატიკას;

  • პროგრამული პროდუქტი შემუშავებული უნდა იყოს გუნდური მუშაობის შედეგად, ჰაკათონის მიმდინარეობისას; 

  • მონაწილეებმა უნდა შექმნან მოკლე ვიდეო რგოლი, რომელშიც წარმოდგენილი იქმნება მათ მიერ შემუშავებული პროგრამული პროდუქტის შესაძლებლობები;

  • მონაწილეებმა, ჰაკათონის ფინალზე, პრეზენტაციის სახით ჟიურის წინაშე უნდა წარადგინონ საკუთარი ნამუშევარი. 


ფინალი

ჰაკათონის ფინალი და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 4 დეკემბერს, ფიზიკურ ფორმატში, ქალაქ თბილისში.


მედიის განვითარების ფონდი (MDF) უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებიდან ფინალისტი გუნდების  წევრების ტრანსპორტირებას.


ფინალისტები პროექტების პრეზენტაციებს წარუდგენენ ჟიურის წევრებს. იმავე დღეს ჟიურის წევრები ფინალისტებს შორის გამოავლენენ 3 გამარჯვებულ გუნდს.  


რა არის პრიზი?

ჰაკათონის საპრიზო ფონდია 12, 000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა).


გამარჯვებულ გუნდებს პროექტის განსახორციელებლად გადაეცემათ:

  • I ადგილი - 5, 000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა)

  • II ადგილი -  4,000 ევროს ექვივალენტი  ლარში (დასაბეგრი თანხა).

  • III ადგილი -  3,000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა).


ჰაკათონის პროფესიონალ მენტორთა გუნდი გამარჯვებულებს კონსულტაციებს გაუწევს პროექტის განხორციელების პროცესშიც.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია


სააპლიკაციო ფორმა:  https://forms.gle/izGRp3o3HKhKhqjD6 

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა:   18 ნოემბერი, 2023 წელი. 

საორიენტაციო შეხვედრები: აპლიკაციების მიღების დასრულებამდე, ჩატარდება რამდენიმე ინტერაქტიული Live - საორიენტაციო შეხვედრა, რომელზეც გექნებათ შესაძლებლობა, თავად  ჰაკათონის საორგანიზაციო ჯგუფისგან მიიღოთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები, მათ შორის, აპლიკაციის შევსების პროცესთან დაკავშირებით. 


საორიენტაციო შეხვედრების განრიგი 

  • 6 ნოემბერი, 19:00 საათი 

  • 10 ნოემბერი, 19:00 საათი 

  • 16 ნოემბერი, 19:00 საათი 

საორიენტაციო შეხვედრებზე დამატებითი ინფორმაცია და შეხვედრების ბმულები განთავსდება მედიის განვითარების ფონდსი (MDF) ვებგვერდსა (www.mdfgeo.ge) და სოც.მედიის გვერდებზე:  

Facebook - @მედიის განვითარების ფონდი, MDF

X (twitter) - @mdfgeo

LinkedIn - @mdfgeo


მნიშვნელოვანია აპლიკაცია გამართულად იყო შევსებული, რადგან სწორედ აპლიკაციის საფუძველზე ხდება ჰაკათონის მონაწილეების შერჩევა. შესაბამისად, საორიენტაციო შეხვედრებზე დასწრება, კარგი შესაძლებლობაა, აპლიკაციის სრულყოფილად შევსებისთვის.

ღონისძიება იმართება პროექტის "ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo)”, რომელიც ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.
გამარჯვებული გუნდების პროექტების შინაარსი ავტორების პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.  

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები


  1. რა არის მედიაწიგნიერება? 

მედიაწიგნიერება არის მედია პროდუქტზე წვდომის, მისი კრიტიკული ანალიზის, შეფასებისა და შექმნის უნარი.

  1. რა არის ჰაკათონი? 

ჰაკათონი თანამედროვე ახალგაზრდული კულტურის ნაწილია. ეს არის ერთგვარი შეჯიბრება, მარათონი, რომლის მონაწილეებიც ინოვაციურ, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტების შემუშავებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ჰაკათონი როგორც წესი რამდენიმე დღეს გრძელდება. ამ დროის განმავლობაში შეუძლებელია ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტის სრულად განხორციელება. ამიტომ ჰაკათონში მონაწილე გუნდები საკუთარი პროექტის იდეასა და პროექტის პროტოტიპზე მუშაობენ. ეს შეიძლება იყო მობილური აპლიკაცია, კომპიუტერული თამაში, ვებგვერდი და ხვა. ჰაკათონის მონაწილეები ჟიურის წინაშე საკუთარი პროეექტის მუშა პროტოტიპით უნდა წარდგნენ.

  1. რა არის პროტოტიპი? 

პროტოტიპში კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით დამზადებული ელეტრონული რესურსი იგულისხმება. ელექტრონული რესურსი რომელზე მუშაობაც მართალია ბოლომდე არ არის დასრულებული, მაგრამ რომლის ჩვენებაც, დემონსტრირებაც უკვე შესაძლებელია. რესურსი რომელშიც ფუნქციონალის მინიმალური ნაწილი მაინც მუშაობს, რაც ჟიურისს შესაძლებლობას მიცემს შეაფასოს არა მარტო იდეა არამედ ისიც თუ რამდენად შეძლებს გამარჯვებული პროექტის სრულად განხორციელებას. 

  1. როგორ მიმდინარეობს ჰაკათონი? 

ჰაკათონი როგორც წესი გარკვეული თემის, წინასწარ განსაზღვრული იდეის ირგვლივ იმართება. ჰაკათონის მონაწილეებს პროექტის იდეაზე და პროტოტიპზე მუშაობისას მენტორები ეხმარებიან. ჰაკათონის მენტორები განრიგით გათვალისწინებულ დროის მონაკვეთებში ხვდებიან მონაწილეებს. ამ შეხვედრების, ეგრეთ წოდებული ჩექფოინთების დროს, მენტორები მონაწილეთა მიერ ჩატარებულ სამუშაოს ეცნობიან, აფიქსირებენ გუნდების პროგრესს, აძლევენ რჩევებს და საჭირეობის შესაბამისად ეხმარებიან მათ.

უკან