დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
AQUBE
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 15 ნოე 2023

სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” ეხმიანება სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ლგბტქი+ თემის საჭიროებების იგნორს

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!"  ეხმიანება საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პირველ ვერსიას. პლატფორმის პოზიციით, სრულიად მიუღებელი და თანასწორობისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან ყოვლად შეუსაბამოა ლგბტქი+ თემის საჭიროებების უგულებელყოფა სამოქმედო გეგმაში.

საქართველოს მთავრობის ადამინისტრაციამ სამოქალაქო ორგანიზაციებს გაუზიარა ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პირველი სამუშაო ვერსია. აღნიშნული დოკუმენტის მომზადებამდე, 2023 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც საერთოდ არ ახსენებს ლგბტქი+ თემს. სტრატეგიაში ლგბტქი+ თემის საჭიროებების უგულებელყოფა გააკრიტიკეს როგორც ადგილობრივმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ისე საელჩოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობამ. სამწუხაროდ, კრიტიკა ჯერჯერობით არ გაუთვალისწინებია საქართველოს ხელისუფლებას და ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის პირველი სამუშაო ვერსია არ ახსენებს ლგბტქი+ თემს ისევე, როგორც სტრატეგია.

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!"  შეფასებით, სტრატეგიის მსგავსად, სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტში ლგბტქი+ თემის საჭიროებების არასახვა ნიშნავს ცენტრალური პოლიტიკის დონეზე თემის წინაშე არსებული გამოწვევების იგნორირებას. მიუხედავად სამოქალაქო ორგანიზაციების მოწოდებისა, რომ მთავრობას სამოქმედო გეგმაში მაინც გაეთვალისწინებინა ლგბტქი+ თემი, მთავრობა კვლავ უგულებელყოფს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. აღნიშნული ეწინააღმდეგება არა მხოლოდ თანასწორობისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, არამედ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსაც. კერძოდ, ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში საქართველოზე ანგარიშში ევროპულმა კომისიამ მიუთითა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების სტრატეგია არ ეხება და არ ახსნებს ლგბტქი+ უფლებებს, ხოლო ხელისუფლების მხრიდან არ აღიარებულა და გააზრებულა ლგბქტი+ ადამიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციის სისტემური ხასიათი 1. ევროპულმა კომისიამ მოუწოდა სახელმწიფოს, რომ მიიღოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ლგბტქი+ ადამიანების უფლებებს2 .

აღსანიშნავია, რომ  სამოქალაქო ორგანიზაციებმა მთავრობის ადმინისტრაციისგან სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია მიიღეს მთავრობასთან სამუშაო შეხვედრამდე დაახლოებით 1 დღით ადრე. აღნიშნული ვადა არ იყო საკმარისი დოკუმენტის დეტალურად გაცნობისა და სიღრმისეული შეფასებისთვის. ამასთანავე, ჯერჯერობით მთავრობას არ წარმოუდგენია სამუშაო გეგმაზე მუშაობის პროცესი/ვადები და ფორმატი.

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!"  პოზიციით, აუცილებელია სამოქმედო გეგმაში აისახოს ლგბტქი+ თემის საჭიროებები, რათა კიდევ უფრო არ დასუსტდეს თანასწორობის დაცვა, არ გაუარესდეს თემის მიმართ არსებული აგრესიული გარემო და ხელი არ შეეშალოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. 


1. 
Georgia 2023 Report accompanying the document Communication from the Commission to the European Parliament, the Council, the European Economic and Social Committee and the Committee of the Regions, 2023 Communication on EU Enlargement policy, გვ. 40, იხ.: https://tinyurl.com/3rdpyfpm [ბოლოს ნანახია 14.11.2023].
2. იქვე, გვ. 28.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

თანასწორობის მოძრაობა

თბილისი პრაიდი

უფლებები საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

მედიის განვითარების ფონდი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საფარი

უკან