დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ILZJI
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 23 იან 2024

მედიაწიგნიერების პროგრამების ხელმძღვანელი

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აცხადებს ვაკანსიას მედიაწიგნიერების პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

  • მედიაწიგნიერების პროგრამების მართვა და DW Akademie-ის რეგიონული პროექტის ხელმძღვანელობა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი);
  • საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესწავლა, ფაქტების ანალიტიკოსებთან და კვლევით სამსახურებთან თანამშრომლობით, MDF-ის ტრენინგ მოდულების პერიოდული განახლება და ახალი სასწავლო რესურსების შექმნა;
  • ტრენინგების ჩატარება;
  • ტრენინგების დაგეგმვა და ტრენერების გუნდის მართვა;
  • მედიაწიგნიერების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საუკეთესო გამოცდილებების ორგანიზაციის შესაბამისი სამსახურებისთვის გაზიარება ;
  • სასწავლო პროგრამების მონაწილეების საკვალიფიკაციო კრიტერიუმების განსაზღვრა და მათ შერჩევაში მონაწილეობა.
  • ორგანიზაციის სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მოთხოვნები:

  • ჟურნალისტური საქმიანობის ან მედიაწიგნიერების ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;

  • ტრენინგების ორგანიზების და ჩატარების გამოცდილება;

  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

  • უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების სფეროში ( უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს დასავლეთის უნივერსიტეტში მიღებული განათლება მედიისა და კომუნიკაციის სფეროში);

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პრეზენტაციის უნარი;

  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, აპლიკანტის სამუშაო და აკადემიური გამოცდილების გათვალისწინებით.

სამუშაო განაკვეთი: სრული დატვირთვა.

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 5 თებერვლის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ:

** რეზიუმე (CV);

** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს პირდაპირი შრომითი ან აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს.

საბუთები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე:info@mdfgeorgia.ge| წერილის საგანში მიუთითეთ მედიაწიგნიერების პროგრამების ხელმძღვანელი.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

უკან