დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
LGAHH
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 01 აპრ 2024

დოიჩე ველე აკადემია და MDF “მითების დეტექტორის ლაბორატორიაში” მონაწილეების მიღებას იწყებს!

მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და დოიჩე ველე აკადემიის (DWA) ერთობლივი პროგრამა - "მითების დეტექტორის ლაბორატორია” - ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ინტენსიურ კურსზე ახალგაზრდების მიღებას აცხადებს. 


”მითების დეტექტორის ლაბორატორია” 2017 წელს დაარსდა და უკვე 282 კურსდამთავრებული ჰყავს. პროგრამით გათვალისწინებული სტაჟირების ფარგლებში კურსის მონაწილეებმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა "მითების დეტექტორზე” ჯამში 550-მდე  სტატია გამოაქვეყნეს.


პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ცოდნას და უნარებს შემდეგ საკითხებში შეიძენენ: 

  • ფაქტების გადამოწმება და ვერიფიკაცია ღია წყაროების საგამოძიებო ინსტრუმენტებით (OSINT);
  • ახალი მედია ეკოსისტემის  კვლევა;
  • კოორდინირებული არაავთენტური ქცევის იდენტიფიცირება და გამოვლენა;
  • მულტიმედია მასალების მომზადება;
  • სტაჟირების ფარგლებში სტატიების მომზადება და გამოქვეყნება ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალზე www.mythdetector.ge
  • მედია და ინფორმაციულ წიგნიერებასთან დაკავშირებული სხვა თემები.

პროგრამის ბოლოს გათვალისწინებულია კონკურსი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თემაზე საუკეთესო მულტიმედია ნაშრომის გამოსავლენად და გამარჯვებულთა დაჯილდოვება ციფრული ტექნიკითა და სერტიფიკატებით. მოდულის ყველა საფეხურის გავლის შემდეგ MDF-ისა და DW Akademie-ის სახელით პროგრამის მონაწილეებს ფაქტების გადამოწმებისა და მედია ეკოსისტემის მკვლევრის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იყოს 18-30 წლის ახალგაზრდა;
  • ფლობდეს ინგლისურ ან რომელიმე ევროპულ ენას საბაზისო დონეზე, რათა შეძლოს მასალის წაკითხვა, გააზრება და პირველ წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება;
  • ორი კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.

პროგრამის ფორმატი და ვადები


კურსის ხანგრძლივობა 3,5 თვეა. სემინარები კვირაში ერთხელ - შაბათობით MDF-ის ოფისში ჩატარდება. მონაწილეები სტაჟირებას "მითების დეტექტორში” ჰიბრიდულ ფორმატში გაივლიან, კურსის ბოლოს კი საკონკურსო მულტიმედია მასალას მოამზადებენ და დასკვნით ღონისძიებაზე წარადგენენ. 


დაინტერესებულმა პირებმა, 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით შესაბამისი აპლიკაცია უნდა შეავსონ: ბმული 


აპლიკაციების საფუძველზე  შერჩეულ კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ გასაუბრება.


დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 032 2 11 20 26 ან ელ.ფოსტაზე: info@mdfgeorgia.ge 


იჩქარეთ, კურსის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!


MDF-ის შესახებ


მედიის განვითარების ფონდი 2008 წელს შეიქმნა და დღეს დეზინფორმაციის კვლევის, მედიის მონიტორინგისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი ორგანიზაციაა. 


2014 წელს MDF-მა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა "მითების დეტექტორი” დააფუძნა. 2019 წლიდან "მითების დეტექტორი” პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების ანალიტიკოსი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის (IFCN) წევრია. 2020 წლის სექტემბრიდან "მითების დეტექტორი” Meta-სთან მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადამოწმებაზე თანამშრომლობს.

უკან