განცხადებები
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
საკონკურსო ბლოგი/ვლოგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
საკონკურსო აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 15 აგვისტოა.
სპეციალურად შერჩეული ჟიური საკონკურსო ნაშრომების საფუძველზე 4 გამარჯვებულს გამოავლენს:
გამარჯვებულები შესაბამისი სერტიფკატებით დაჯილდოვდებიან.
შერჩევის დროს ყურადღება მიექცევა საკითხის აქტუალობას და გადმოცემის ფორმას.
საკონკურსო ნაშრომების პრეზენტაცია და გამარჯვებულთა დაჯილდოვება პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, თბილისში, სექტემბერში გაიმართება. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან 10 საუკეთესო ნაშრომის ავტორები. რეგიონებიდან მონაწილეთა მგზავრობის ხარჯების დაფინანსებას მედიის განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.
პროექტის შესახებ
პროექტი "ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის”, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი (MDF) "The WHY Foundation” (TWF)-თან პარტნიორობითა და The New Democracy Fund (NDF)-ის მხარდაჭერით ახორციელებს, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და მდგრადი განვითარების პროცესებში.
MDF-ის შესახებ
მედიის განვითარების ფონდი 2008 წელს შეიქმნა და დღეს დეზინფორმაციის კვლევის, მედიის მონიტორინგისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი ორგანიზაციაა.
2014 წელს MDF-მა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა "მითების დეტექტორი” დააფუძნა. 2019 წლიდან "მითების დეტექტორი” პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების ანალიტიკოსი ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის (IFCN), ხოლო 2023 წლიდან ევროპული ფაქტების გადამოწმების სტანდარტების ქსელის (EFCSN) ვერიფიცირებული წევრია. 2020 წლის სექტემბრიდან "მითების დეტექტორი” Meta-სთან მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადამოწმებაზე თანამშრომლობს.
TWF-ის შესახებ
The Why Foundation 2004 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია ადამიანის უფლებების შესახებ მაღალი ხარისხის დოკუმენტურ ფილმებზე თავისუფალ წვდომას უზრუნველყოფს. TWF-ის მიზანია ამბების თხრობის გზით მოქალაქეები ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში ჩართოს.