დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
AFBGK
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 15 აგვ 2024

მედია და ინფორმაციული წიგნიერების ჰაკათონი TruthTechThon

TruthTechThon-ს, მედია და ინფორმაციული წიგნიერების ჰაკათონს, წელს DataFest Tbilisi 2024-ზე ვუმასპინძლებთ. მედიის განვითარების ფონდი (MDF), საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გიწვევთ ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად. ველით ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. 3 პროექტისთვის განსაზღვრული ჰაკათონის საპრიზო ფონდი 12, 000 ევროა.


ჰაკათონის მიზანია ისეთი ელექტროული რესურსების (კომპიუტერული თამაში, ინტერაქციული სასწავლო ელექტრონული რესურსები) შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს:

  • მედია და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას;

  • დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მედიის მომხმარებლების მედიაწიგნიერების უნარებით აღჭურვას.


​*ჰაკათონში შესაძლებელია უკვე არსებული, განვითარების ეტაპზე მყოფი პროდუქტის წარმოდგენა, თუ ის ამ ჰაკათონით დამატებით ფუნქციას ან ღირებულებას შეიძენს.


ჰაკათონი სტარტს აიღებს 15 აგვისტოს და წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, მოიცავს ონლაინ სწავლების კომპონენტებს და ადგილზე შეკრებას, რაც ხელს შეუწყობს მასში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან დაინტერესებული გუნდების მონაწილეობას.

ჰაკათონის ფინალი ჩატარდება 19-21 სექტემბერს თბილისში, ფიზიკურ ფორმატში. მედიის განვითარების ფონდი (MDF) უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებიდან ფინალისტი გუნდების  წევრების ტრანსპორტირებას.


შემიძლია თუ არა ჰაკათონში მონაწილეობა? 


ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია 15-35 წლის ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც:  

  • დაინტერესებულია ციფრული ტექნოლოგიებით და ჯერა, რომ მათი გამოყენებით მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევა და პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი;  

  • არაუგვიანეს 2024 წლის 30 აგვისტოსა დარეგისტრირდებიან ან ინდივიდუალურად, ან გუნდთან ერთად (გუნდის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს) და გაგვიზიარებენ იდეის მონახაზს მარტივ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმაში;

  • წარმატებით გაივლის  წინასწარი შერჩევას სააპლიკაციო ფორმის განხილვის საფუძველზე და შეირჩევა ჰაკათონის მონაწილედ.
    გასათვალისწინებელია, რომ საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის ამ ეტაპზე, ჰაკათონის მენტორების გუნდმა, შესაძლებელია დამატებით ჩაგინიშნოთ დისტანციურ ფორმატში გასაუბრება. 


რას უნდა ველოდოთ ჰაკათონისგან? 

ჰაკათონის ფარგლებში, 3 დღის (19-21 სექტემბერი) განმავლობაში,  პროფესიონალ მენტორებთან ერთად, შერჩეული გუნდები იმუშავებენ ჰაკათონის საკონკურსო დავალებაზე.

შექმნიან ციფრული ინსტრუმენტების პროტოტიპებს, რომლებიც  შეესაბამება ჰაკათონის თემატიკას და აკმაყოფილებს ქვემოთ გაწერილ კრიტერიუმებს. 


ჰაკათონის თემატიკა

  • მედია და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში; 

  • დეზინფირმაციასთან ბრძოლა და მის მიმართ საზოგადოების მედეგობის გაძლიერება.


კრიტერიუმები

ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეებმა უნდა შეასრულონ შემდეგი სამუშაო:

  • შეიმუშავონ ციფრული ინსტრუმენტის პროტოტიპი (კომპიუტერული თამაში, ინტერაქციული სასწავლო ელექტრონული რესურსები) ); 

  • პროგრამული პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს ჰაკათონის მიზანსა და თემატიკას;

  • პროგრამული პროდუქტი შემუშავებული უნდა იყოს ჰაკათონის მიმდინარეობისას, 

უკვე არსებული პროდუქტის წარმოდგენის შემთხვევაში კი ნათლად უნდა განიმარტოს ჰაკათონის დროს რა დამატებით ფუნქცია/ღირებულებას შეიძენს.

  • მონაწილეებმა უნდა შექმნან მოკლე ვიდეო რგოლი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მათ მიერ შემუშავებული პროგრამული პროდუქტის შესაძლებლობები;

  • მონაწილეებმა, ჰაკათონის ფინალზე, პრეზენტაციის სახით ჟიურის წინაშე უნდა წარადგინონ საკუთარი ნამუშევარი. 

  • გაითვალისწინონ შექმნილი პროდუქტის მდგრადობა, შეძლებს თუ არა გამარჯვებული პროდუქტი ბიუჯეტის ამოწურვის შემდეგაც არსებობას და ეფექტიანად მუშაობას. 


ფინალი

ჰაკათონის ფინალი და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 19-21 სექტემბერს, ფიზიკურ ფორმატში, ქალაქ თბილისში.


მედიის განვითარების ფონდი (MDF) უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებიდან ფინალისტი გუნდების  წევრების ტრანსპორტირებას.


ფინალისტები პროექტების პრეზენტაციებს წარუდგენენ ჟიურის წევრებს. ჟიურის წევრები ფინალისტებს შორის გამოავლენენ 3 გამარჯვებულ გუნდს.  


რა არის პრიზი?

ჰაკათონის საპრიზო ფონდია 12, 000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა).


გამარჯვებულ გუნდებს პროექტის განსახორციელებლად გადაეცემათ:

  • I ადგილი - 5, 000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა)

  • II ადგილი -  4,000 ევროს ექვივალენტი  ლარში (დასაბეგრი თანხა).

  • III ადგილი -  3,000 ევროს ექვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა).


ჰაკათონის პროფესიონალ მენტორთა გუნდი გამარჯვებულებს კონსულტაციებს გაუწევს პროექტის განხორციელების პროცესშიც.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია


სააპლიკაციო ფორმა:  https://forms.gle/B7iQpK5Rn7TkiVsq9  

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 30 აგვისტო, 2024 წელი. 

საორიენტაციო შეხვედრები: საბოლოო იდეის გამოგზავნამდე, ჩატარდება რამდენიმე ინტერაქტიული Live - საორიენტაციო შეხვედრა, რომელზეც გექნებათ შესაძლებლობა, თავად  ჰაკათონის საორგანიზაციო ჯგუფისგან მიიღოთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები, მათ შორის, აპლიკაციის შევსების პროცესთან დაკავშირებით. 


საორიენტაციო შეხვედრების პერიოდი 

  • 2-13 სექტემბერი. 


საორიენტაციო შეხვედრებზე დამატებითი ინფორმაცია და შეხვედრების ბმულები განთავსდება დატაფესტს თბილისის და მედიის განვითარების ფონდის (MDF) ვებგვერდსა (www.mdfgeo.ge) და სოც.მედიის გვერდებზე: 

Facebook - @მედიის განვითარების ფონდი, MDF 

X (twitter) - @mdfgeo

LinkedIn - @mdfgeo


Facebook - @DataFest Tbilisi
Instagram - @DataFest Tbilisi
LinkedIn - @DataFest Tbilisi

მნიშვნელოვანია აპლიკაცია გამართულად იყო შევსებული, რადგან სწორედ აპლიკაციის საფუძველზე ხდება ჰაკათონის მონაწილეების შერჩევა. შესაბამისად, საორიენტაციო შეხვედრებზე დასწრება, კარგი შესაძლებლობაა, აპლიკაციის სრულყოფილად შევსებისთვის.

ღონისძიება იმართება პროექტის "ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo)”, რომელიც ხორციელდება დოიჩე ველე აკადემიის მიერ მედიის განვითარების ფონდთან და ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. გამარჯვებული გუნდების პროექტების შინაარსი ავტორების პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.  

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები


  1. რა არის მედიაწიგნიერება? 

მედიაწიგნიერება არის მედია პროდუქტზე წვდომის, მისი კრიტიკული ანალიზის, შეფასებისა და შექმნის უნარი.

  1. რა არის ჰაკათონი? 

ჰაკათონი თანამედროვე ახალგაზრდული კულტურის ნაწილია. ეს არის ერთგვარი შეჯიბრება, მარათონი, რომლის მონაწილეებიც ინოვაციურ, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტების შემუშავებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ჰაკათონი როგორც წესი რამდენიმე დღეს გრძელდება. ამ დროის განმავლობაში შეუძლებელია ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტის სრულად განხორციელება. ამიტომ ჰაკათონში მონაწილე გუნდები საკუთარი პროექტის იდეასა და პროექტის პროტოტიპზე მუშაობენ. ეს შეიძლება იყო მობილური აპლიკაცია, კომპიუტერული თამაში, ვებგვერდი და ხვა. ჰაკათონის მონაწილეები ჟიურის წინაშე საკუთარი პროეექტის მუშა პროტოტიპით უნდა წარდგნენ.


  1. რა არის პროტოტიპი? 

პროტოტიპში კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით დამზადებული ელეტრონული რესურსი იგულისხმება. ელექტრონული რესურსი რომელზე მუშაობაც მართალია ბოლომდე არ არის დასრულებული, მაგრამ რომლის ჩვენებაც, დემონსტრირებაც უკვე შესაძლებელია. რესურსი რომელშიც ფუნქციონალის მინიმალური ნაწილი მაინც მუშაობს, რაც ჟიურისს შესაძლებლობას მიცემს შეაფასოს არა მარტო იდეა არამედ ისიც თუ რამდენად შეძლებს გამარჯვებული პროექტის სრულად განხორციელებას. 


  1. როგორ მიმდინარეობს ჰაკათონი? 

ჰაკათონი როგორც წესი გარკვეული თემის, წინასწარ განსაზღვრული იდეის ირგვლივ იმართება. ჰაკათონის მონაწილეებს პროექტის იდეაზე და პროტოტიპზე მუშაობისას მენტორები ეხმარებიან. ჰაკათონის მენტორები განრიგით გათვალისწინებულ დროის მონაკვეთებში ხვდებიან მონაწილეებს. ამ შეხვედრების, ეგრეთ წოდებული ჩექფოინთების დროს, მენტორები მონაწილეთა მიერ ჩატარებულ სამუშაოს ეცნობიან, აფიქსირებენ გუნდების პროგრესს, აძლევენ რჩევებს და საჭირეობის შესაბამისად ეხმარებიან მათ.

უკან