დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
WZLQV
გაგზავნა

განცხადებები

თარიღი: 24 სექ 2024

გახდი ფაქტჩეკერი! -კონკურსი ახალგაზრდებისთვის

იუნესკოს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში "მედიის განვითარების ფონდი” (MDF) და "მითების დეტექტორი” აცხადებენ ესეების კონკურსს. კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო ნაშრომის ავტორი 24 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, გლობალური მედიაწიგნიერების  მსვლელობისას, ფაქტჩეკერის როლს მოირგებს და "მითების დეტექტორის” გუნდს შეუერთდება. 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • თუ ხარ 16-20 წლის ახალგაზრდა;
  • დაწერე ესე მედიაწიგნიერების თემაზე, რომელშიც პასუხს გასცემ შემდეგ კითხვებს: რა თემაზე გადაამოწმებდი ყალბ ამბავს? და რატომ მიიჩნევ ამ თემას საჯარო ინტერესის საგნად?
  • ესე, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას, ატვირთე სააპლიკაციო ფორმაში.

საკონკურსო აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერია - https://forms.gle/v73PCX66L1Tx36Fq7 

გამარჯვებული კანდიდატი 1 კვირის განმავლობაში "მითების დეტექტორის” რედაქციაში იმუშავებს და თავისი საქმიანობით გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულს შეუერთდება, რომელსაც იუნესკო ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლო კვირას გლობალურად აღნიშნავს.

ფაქტების გადამოწმების გამოცდილების შეძენის შემდეგ,  პროგრამის მონაწილე  ტექნიკის 500-ლარიანი ვაუჩერით და მედიაწიგნიერების ბრენდირებული აქსესუარებით დაჯილდოვდება.

UNESCO-ს გლობალური მედიაწიგნიერების კვირეულის შესახებ

UNESCO-ს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული, რომელიც 2011 წლიდან აღინიშნება, ქმნის პლატფორმას იდეების გაზიარებისა და მედიაწიგნიერების ხელშეწყობისთვის. 2024 წელს კვირეული 24-31 ოქტომბერს აღინიშნება. 

მითების დეტექტორის შესახებ

MDF-მა ფაქტების გადამოწმების პორტალი "მითების დეტექტორი” 2014 წელს დააფუძნა. "მითების დეტექტორი” მიზნად ისახავს ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებას, ფარული დღის წესრიგების გამოვლენას და ფაქტების გადამოწმებისა და მედიაწიგნიერების ამაღლების გზით დეზინფორმაციის მავნე გავლენაზე აუდიტორიის ინფორმირებას.

MDF-ის შესახებ

მედიის განვითარების ფონდი 2008 წელს შეიქმნა და დღეს დეზინფორმაციის კვლევის, მედიის მონიტორინგისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი ორგანიზაციაა. 


უკან