დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
QLGNK
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

ჩემი ლიდერი ქალი

ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოსავლენად გამოცხადებულ კონკურსში "ჩემი ლიდერი ქალი" 10 საუკეთესო ბლოგის ავტორი და 10 ლიდერი 2014 წლის 19 ივნისს გამოვლინდა.

კონკურსის ჟიური:

ქეთევან მსხილაძე - მედიის განვითარების ფონდი,

გიორგი კეკელიძე - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი,

მაია ქურციკიძე - UNICEF,

თიკო ცომაია - კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სკოლა,

ელენე ხოშტარია - საქართველოს რეფორმების ასოციაცია.


გამარჯვებულები:

ხატია ღოღობერიძე, თბილისი





ხატია ახალი ამბების სააგენტო Frontnews-ის ჟურნალისტია. ბათუმის სახლმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამაგისტრო კურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიში გაიარა. სხვადასხვა დროს მუშაობდა საინფორმაციო პორტალ news.ge-ში, ინტერნეტ გამოცემა netgazeti-სა და გაზეთ "ბათუმელებში”. პროფესიულ უნარ ჩვევები სხვადასხვა კურსების მეშვეობით გაიღრმავა; მათ შორის, მედია სკოლასა და ჯიპას ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიის სკოლაში. დაინტერესებულია თანამედროვე ფოტოგრაფიით. 

არინა თავაქარიშვილი, გორი

„მე მინდა ისეთი თვითმმართველობა, სადაც ადამიანი იძულებული არ იქნება ცენტრში გადავიდეს საცხოვრებლად. საქართველოს ბედი თბილისში წყდება, მაგრამ ისტორიულად საქართველო მხარეების ქვეყანაა და ლიდერები მხარეებიდან მოდიან. მე მინდა ადგილზე იყვნენ ლიდერები და ამით აღიმართოს სახელმწიფოს მშენებლობის პირამიდა. ადამიანი შენთან უნდა იყო ლიდერი, აქედან აწვდიდე წინსვლას და არა ცენტრის და ცნობილი სახეების მეშვეობით. შენში უნდა იყოს ლიდერობა, აზროვნებით უნდა იყო ლიდერი. უნდა შეგეძლოს არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა. პროგრესი ყოველთვის პოპულარობას არ მოითხოვს. ოდესღაც ამ ქვეყანას გონიერება და აზროვნება დასჭირდება და ეს არ უნდა იყოს ძალიან შორს" .


მაია მოსიაშვილი, რუსთავი

 




პროფესიით ჟურნალისტი  ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსში” მუშაობს. აქვს სამოქალაქო სექტორსა და მედიაში საქმიანობის მრავალმხირვი გამოცდილება. საგამოძიებო ჟურნალისტიკაში საუკეთესო სტატიისთვის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", ხოლო თვითმმართველობის  აქტუალურ საკითხებზე საუკეთესო პუბლიკაციისთვის - "კივიტას გეორგიას" კონკურსების გამარჯვებულია. არის რუსთავის 22-ე საშუალო სკოლის სამეურვეო საბჭოს და სახალხო დამცველთან არსებული "პოლიციაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს” წევრი. 

ოლგა ენდელაძე, მარნეული

„ნებისმიერი ადამიანი ელოდება, რომ მისი ცხოვრება მომავალში უკეთესი იქნება. და თუ ფიქრობ, რომ გამოუვალ მდგომრეობაში ხარ და არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, დეპრესიაში ვარდები. სწორედ აქედან იწყება შენი, როგორც პიროვნების, დეგრადაცია. თუმცა ყოველთვის არის დრო, რომ შეჩერდე, დაფიქრდე და არჩევანი გააკეთო, არჩევანი უკეთესი ცხოვრების სასარგებლოდ".


ნათია კარანაძე, თბილისი





ნათია საპატრიარქოს ტელევიზია ”ერთსულოვნების” გადაცემა ”კვირიაკეს” ჟურნალისტია. დაიბადა სამტრედიაში, სწავლა ჯერ თბილისის საბანკო - იურიდიულ ლიცეუმში, ხოლო 2011 წელს ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებელის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში განაგრძო. 


ნინო ქათამაძე,თბილისი

"დავიბადე ქალაქ ტყიბულში. ვსწავლობდი ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ”ფილოლოგიურ ფაკულტეტზე”. უნივერსიტეტი დავამთავრე წითელ დიპლომზე. არაადაპტირებული გარემოს გამო ვერ ვახერხებ სკოლაში მუშაობას. 2001 წელს საცხოვრებლად გადმოვედი თბილისში. მაძიებლობის კურსი კერძო სკოლა ”ბინულში” გავიარე.

"ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მიუხედავად ამისა, ვარ აქტიური ადამიანი. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია. ჩემი აზრით, საჭიროა პრობლემის სწორი კუთხით დანახვა და შემდეგ დასახული მიზნისკენ სწრაფვა."


ავტორი: თამუნა ჯანჯულია, გალი





თამუნა გალიდანაა. იგი მომავალი ჟურნალისტია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჟურნალისტიკის განხრით სწავლობს, 4+1 პროგრამით მოხვდა.

გატაცებულია ფოტოგრაფიით. 

ნატო ბენდელიანი, თაგილონი

"აფხაზეთის #1 სკოლა" - ასე უწოდებენ სასწავლებელს, რადგან აქ ბავშვები აფხაზეთიდან , ძირითადად კი გალიდან, სწავლობენ.

ნატოს ერთ-ერთი თანამშრომელი სოფო ყვება: "მიუხედავად იმისა, რომ ნატო 50 წლისაა, იგი მამაცი და ჭკვიანი ქალია. ის ერთადერთია, რომელიც ყოველდღე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოდის, რათა ბავშვებს საშუალო განათლება მისცეს. არ არსებობს, რომ სამსახური გააცდინოს. ასეთი დირექტორები ძალზედ ცოტაა. მოხარული ვარ, რომ თანამშრომლები ვართ. იგი მარტო მოსწავლეებს ხომ არ ასწავლის, ის ჩვენც გვაძლევს მაგალითს."


ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე


 



ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის შესახებ ხშირად "სამხრეთის კარიბჭის" მეშვეობით ვიგებთ. 2013 წელს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ გაზეთი მინერათის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კვალიფიციურად გაშუქების გამო ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოთი დააჯილდოვა. ამ გამოცემის რედაქტორი ნინო ნარმანიშვილია, რომელსაც სხვადასხვა დროს როგორც მედიაში, ასევე არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. 

მარინა მოდებაძე, ახალციხე

„ბავშვობაში მინდოდა ექიმი ვყოფილიყავი, ფაქტობრივად ვარ კიდეც ექიმი, ვეხმარები ყველას, ვისაც ეს სჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა რა კუთხით – ვთვლი, რომ ეს ჩემი მისიაა და ვახორციელებ".


 ანა კოპალიანი, თბილისი





ანა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული ურთიერთობების პროფილის დოქტორანტია. სამეცნიერო და პედაგოგიური აქტივობების გარდა, მთარგმნელობითი საქმიანობითაც არის დაკავებული. საუკეთესო თარგმანისთვის რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. არის ინტერნეტ-ბიბლიოთეკის ,,ლიბ.გე”-ს რედკოლეგიის წევრია. უყვარს ინტელექტუალური თამაშები, თეატრი, კინემატოგრაფია და ჯაზი. 

საიდა ნოვრუზოვა, გარდაბანი, სართიჭალა

,,ადრე სირცხვილი იყო ქალის სწავლა, ახლა, მე რომ ვსწავლობ, სხვებსაც მოუნდათ ჩემს სოფელში... ახლა ინგლისურს ვისწავლი. მერე ისევ ვისწავლი, სტომატოლოგი უნდა გავხდე, ჩემს სოფელში ვიმუშავებ, ჩემი ფული მექნება, ვერავინ დამჩაგრავს!"


თამარ კურატიშვილი, თბილისი


 



მომავალი ჟურნალისტი პროფესიას ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეუფლება. ამჟამად მე-4 კურსის სტუდენტია. სტაჟირება ჟურნალ "ანიმა"-ში გაიარა. უყვარს ისტორია და კლასიკური მხატვრული ლიტერატურა, დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკით. 

ნანა ბაგალიშვილი, წნორი

„გავერთიანდით იმიტომ, რომ "სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამიდან” წნორისთვის გამოყოფილი 88 919 ლარიდან მოგვეთხოვა თანხა წნორის სტადიონის რეაბილიტაციისთვის; წნორის სკვერში საბავშვო ატრაქციონებისა და გამწვანებისთვის; კვენაკლის სკვერის და სტადიონის გარე განათებისთვის. სპეციალურად ამ დღისთვის, ახალგაზრდები ჩამოვიდნენ თბილისიდან და დღეს უსაზღვროდ ამაყი ვარ, რომ წნორელი ვარ!.. ჩემი ქმედებით ჩემსავე თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ გარანტები იმისა, თუ როგორ გარემოში მოგვიწევს ცხოვრება... ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ის გარემო, რომელშიც თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ."


იზოლდა ნოზაძე, თბილისი





ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება.გავლილი აქვს სტაჟირება რადიო "თავისფულების" მედია სკოლაში, ხოლო პროფესიული პრაქტიკა აჭარის ტელევიზიის თბილისის ბიუროს საინფორმაციო სამსახურსა და ტელეკომპანია "იმედში". 

ნუნუ გავაშელი, სოფელ ღები, რაჭა

ის ადამიანია, რომელიც გამონათქვამს - "სწავლა სიბერემდეო" მთლიანად ამართლებს. სწავლობს, რომ ასწავლოს... როგორც თავად ამობობს, სოფლის მიტოვება აზრად არ მოსვლია. ამბობს, რომ სპეციალობით ქიმიისა და ბიოლოგის სპეციალისტია, თუმცა იმ ხანებში სკოლაში ამ საგნის მასწავლებლები უკვე ჰყავდათ. 2000-იან წლებში სოფელში გერმანულის მასწავლებლის ადგილი გათავისუფლდა. რა უნდა ექნა? ადგა და დაიწყო გერმანულის სწავლა. გერმანული წიგნების კითხვაც რომ შეძლო, სკოლის დირექტორს შანსის მიცემა სთხოვა. მას შემდეგ ათი წელი გავიდა და დღემდე გერმანულს მასწავლებელია.


რაფიკ აბაჯიანი, ახალქალაქი 

 




პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი არასამთავრობო ორგანიზაციების "EKOLIFE"-ის გამგეობის თავმჯდომარე და "სამოქალაქო განათლება სამართლებრივი სახელმწიფოსთვის" წევრია. გავლილი აქვს ევროპულ უმცირესობათა ცენტრის ტრენინგები ადვოკატირებასა და კომუნიკაციაში. 

სედა მელქუმიანი, ახალქალაქი

"სათქმელია რამე - თქვი, ორგანიზებაა საჭირო - გაუკეთე ორგანიზება, მოსათხოვია რამე - მოითხოვე. სხვა ადამიანებს შესაძლებლობების კარი უნდა გაუხსნა, ხოლო ისინი მათ როგორ გამოიყენებენ, ან საერთოდ გამოიყენებენ თუ არა, ეს მათი არჩევანია. მე ადამიანი ვარ და არა სიმბოლო, არც ძეგლი და არც პლაკატი. მე შემიძლია მივიღო გადაწყვეტილება და მასზე ვაგო პასუხი".


ნინა მარიკიანი, ნინოწმინდა





ნინა ნინოწმინდის რაიონიდანაა. მან სოფელ ეშტიის სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა, რის შემდეგაც 1+4 პროგრამით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ნინა სამოქალაქო აქტივიზმის თბილისის ახალგაზრდული ცენტრის წევრია. 

კარმენ ოვსეპიანი, ნინოწმინდა

1+4 პროგრამით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. სოფლის სკოლაში, სადაც თვითონ სწავლობდა, ბიოლოგის დამატებით გაკვეთილებს ატარებს. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, ის საზოგადოებრივი აქტივობებითაც არის დაკავებული: სკოლის ბავშვებთან ერთად დაასუფთავა სოფლის რვა სასმელი წყლის წყარო, სადაც მოსახლეობა ნაგავს ყრიდა. ყოველთვის ამბობს, რომ აპირებს სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდეს სოფელში და მთელი თავისი ცოდნა გამოიყენოს სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის.


უკან