დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
ZXINA
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

MDF-ის ახალი საინფორმაციო კამპანია: “გამარჯვების დღე #ევროპასთანერთად”

ახალი კამპანიის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს კრემლის მხრიდან მეორე მსოფლიო ომის ისტორიით მანიპულირების მუდმივი მცდელობა შეახსენოს და ნაციზმზე გამარჯვების დღის ევროპის ქვეყნებთან ერთად 8 მაისს აღნიშვნისკენ მოუწოდოს.

მედიის განვითარების ფონდის (MDF) ინიციატივის მიზანია აამაღლოს ცნობიერება იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს კრემლი მეორე მსოფლიო ომის ხსოვნას და სიმბოლიზმს, მათ შორის "უკვდავ პოლკს” და წმინდა გიორგის ლენტს პოლიტიკურ ინსტრუმენტად. MDF-ის მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც კრემლის მიერ დაფინანსებული "უკვდავი პოლკის” კამპანიაზეა ფოკუსირებული, მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს გააზირონ ის და გამარჯვების დღე 8 მაისს, ჰეშთეგით #ევროპასთანერთად აღნიშნონ.

თამარ კინწურაშვილი, MDF-ის აღმასრულებელი დირექტორი: "მილიონობით ადამიანმა საბჭოთა რესპუბლიკებიდან, ევროპიდან და ამერიკიდან თავისი სიცოცხლე მეორე მსოფლიო ომში თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მათ თავგანწირვას და უფლება არ მივცეთ კრემლს, მათი ხსოვნა საკუთარი ამჟამინდელი აგრესიული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოიყენოს. ჩვენი კამპანია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, არ დავუშვათ კრემლის მხრიდან მათი ხსოვნით ცინიკური მანიპულირების მცდელობა და გამარჯვების დღე ევროპასთან ერთად 8 მაისს აღვნიშნოთ.”

მაშინ, როცა დასავლეთ ევროპა ნაციზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს, რუსეთი ამ მოვლენას 9 მაისს "უკვდავი პოლკის” მსვლელობით ხვდება. 2017 წელს ამ სადაო ტრადიციის საქართველოში გაჩენას საზოგადოებრივი პროტესი მოჰყვა და თავად თარიღიც საზოგადოებრივი განსჯის საგანი გახდა. საერთო ისტორიულ მეხსიერებაზე აპელირებით კრემლი ცდილობს ეს დღე საკუთარი საგარეო გავლენის ბერკეტად გამოიყენოს და სწორედ ამიტომ შეარჩია სიმბოლოდ წმ. გიორგის ლენტი და მოახდინა "უკვდავი პოლკის” თავდაპირველი იდეის პოლიტიზება.

"უკვდავი პოლკის” მარშის იდეა, სადაც ადამიანები მეორე მსოფლიო ომში მონაწილე წინაპრების ფოტოებით გამოდიან, სამ რუს მეგობარს ეკუთვნის. პირველი მარში 2012 წელს გაიმართა და იდეამ სწრაფად მოიცვა მთელი რუსეთი, რის შემდეგაც 2014 წელს მარშს კრემლი დაეპატრონა, იდეის ავტორები განდევნა და უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა. შემთხვევითი არაა, რომ "უკვდავი პოლკის” მარშის სიმბოლოდ წმინდა გიორგის ლენტი შეირჩა, რომელიც 2005 წლიდან საყოველთაოდ გამოიყენება რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამარჯვების აღლუმებზე და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში კრემლის ექსპანსიისა და ჩარევის სიმბოლოდ მიიჩნევა. მოგვიანებით წმ. გიორგის ლენტი გახდა სიმბოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და "ნოვოროსიას” ანუ "ახალი რუსეთის” კონცეფციის.

ახალმა კორონავირუსმა ქუჩებში კრემლის ალტერნატიული ისტორიის დემონსტრირებას ხელი შეუშალა, თუმცა "უკვდავი პოლკის” მარშმა წელს ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა.
უკან