დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
EUTKC
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

MDF, ქართველ მუსლიმთა კავშირთან, EMC, TDI vs რუსთავი 2

 საჩივარი: 2014 წლის 26  ოქტომბერს „რუსთავი2"-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში" გავიდა სიუჟეტი ადიგენის სოფელ მოხეში სადავო საკულტო ნაგებობის საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც მედიის განვითარების ფონდის - MDF, ქართველ მუსლიმთა კავშირის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის - EMC და ტოლარენტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის -  TDI აზრით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის არაერთი მუხლი იყო დარღვეული.

განმცხადებელი ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ გადაცემის წამყვანმა მოხეში საკულტო ნაგებობასთან დაკავშირებით სიუჟეტის წარდგენისას, დაარღვია მიუკერძოებლობის პრინციპი,როდესაც პირადი სუბიექტური დამოკიდებულება მაყურებელს სიუჟეტის ეთერში გასვლამდე შესთავაზა ("ჩემია ზრით, ცალკე აღებულ მოხეში მომხდარ კონფლიქტში უკვე მუსლიმური თემი სცოდავს, რადგანაც სადავო შენობის გარშემო უფრო მეტი მეჩეთია, ვიდრე ეკლესია"). ორგანიზაციების აზრით, საკამათო იყო ასევე ჟურნალისტის მიერ ერთ-ერთი მუსლიმი რესპონდენტის მიმართ დასმული შეკითხვა - „და აუცილებლად აქ უნდა ილოცო?"

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები მიიჩნდნენ, რომ აღმსარებლობის თავისუფლება, ისევე როგორც არჩევანის თავისუფლება, თუ სად ილოცო - ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომლის განსაზღვრა ჟურნალისტის დისკრეციას არ წარმოადგენს.

მათი მტკიცებით, გადაცემის წამყვანმა დაარღვია საავტორო გადაცემის წამყვანისადმი კოდექსით წაყენებული მოთხოვნები (მუხლი 17.2), რომლის თანახმად, "საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა."  გადაცემაში ასევე დარღვეული იყო მაუწყებელთა ქცევისკოდექსის 33.1-ე მუხლიც, რადგან წამყვანმა საქართველოს მოქალაქე მუსლიმთ აუფლებრივი საკითხი დაუსაბუთებლად დააკავშირა უარყოფით მოვლენებთან.

მედიის განვითარების ფონდმა,ქართველ მუსლიმთა კავშირთან, ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრთან და ტოლერანტობისა და მრავალფერვნების ინსტიტუტთან ერთად 3 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართა, რათა განხილულიყო „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მე-16.2, მე-16.4, მე-17.2, 31.1-ე, 31.2-ე, 33.1-ე მუხლების დარღვევის ფაქტები.

გადაწყვეტილება:საჩივარი არ დაკმაყოფილდა

მოტივაცია: ტელეკომპანიის აზრით საჩივარი არ დაკმაყოფილდა სამართლებრივად დაუსაბუთებლობის გამო. ამავე დროს, მაუწყებელმა მიიჩნია, რომ მოცემულ საჩივარი არ უნდა დარჩენილიყო რეაგირების გარეშე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საჩივრის ავტორების განცხადება გათვალისწინებული ყოფილიყო რეკომენდაციის სახით. მსგავს რეაგირებას ექნებოდა პრევენციული ხასიათი და ხელს შეუწყობდა მომავალში სენსიტიურ თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებს მეტი სიფრთხილე გამოეჩენათ.
უკან