დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
JYPNG
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა, MDF და TDI vs. იმედი

საჩივარი: ტელეკოპმანია "იმედის" ეთერში, 2014 წლის25 დეკემბერს, გადაცემაში "სხვა რაკურსით"გავიდა სიუჟეტი "მედრესეში მიბარებული ბავშვები". ჟურნალისტი მთელ სიუჟეტის განმავლობაში ავითარებდა აზრს, თითქოს ქობულეთში მოქმედ მუსლიმ მოსწავლეთა პანსიონში მშობლები შვილებს სასწავლებლად არა რელიგიური მრწამსის, არამედ სოციალური სიდუხჭირის გამო აგზავნიან.

არასამთავრობორ ორგანიზაციებმა ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა, მედიის განვითარების ფონდი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ტელეკომპანია "იმედის" თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით 31 დეკემბერს მიმართეს დაგადაცემაში მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ხუთი მუხლის (14. 9, 18. 2, 33. 1 - 2, 44. 1, 47.11) დარღვევის ფაქტების შესწავლა მოითხოვეს.

განმცხადებელთა აზრით, სიუჟეტი "რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას" (მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლი33.1), ასევე "უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას" წარმოადგენდა და ხელს უწყობდა სტერეოტიპების ჩამოყალიბებას (მაუწყებელთა ქცევი სკოდექსის მუხლი33.2).

საჩივრის ავტორთა აზრით, რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის გარდა, ბავშვთა უფლებების დარღვევაც გამოვლინდა, რაც სოციალური პრობლემის საილუსტრაციოდ არასრულწლოვანთა გამოყენებაში გამოიხატა. სიუჟეტის დასაწყისში პრობლემის საილუსტრაციოდ ჟურნალისტს მოყვანილი ჰყავდა13 წლის გოდერძის და ჯემალის მაგალითები. არ იყო დაფარული არც პანსიონის სხვა მოსწავლეთა სახეები, რომელთაც ჟურნალისტი სოციალური გაჭირვების გამო მედრესეში გაგზავნილ მოზარდებად წარმოაჩენდა. დაირღვა მაუწყებელთა ქცევის 47(11)-ე მუხლი, რომლის თანახმად, "აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენო სარასრულწლოვანთა სოციალიზაციის პროცესს;" ასევე 44-ე(1) მუხლი, რომლის მიხედვითაც, "მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად."

დაირღვა სიზუსტის და მიუკერძოებლობის პრინციპი, სიუჟეტში მოყვანილია გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამების ხელმძღვანელის კომენტარი "ღრმა და მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების" პრობლემაზე, რასაც ჟურნალისტი სრულიად სხვა კონტექსტში ციტირებს და კერძო რელიგიური პანსიონების თემას დაუსაბუთებლად უკავშირებს.

ჟურნალისტის შეფასებაში ექსკლუზიურად მხოლოდ მუსლიმანურ პანსიონებზეა საუბარი მაშინ,როდესაც ანალოგიური ტიპის დაწესებულებები სხვა კონფესიების ეგიდითაც ფუნქციონირებენ. რითაც არასამთავრობოთა აზრით, ირღვევა კოდექსისმე-18. 2 მუხლი.კერძოდ: "პროგრამაან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს."

გადაწყვეტილება:თვითრეგულირების საჩივრების განმხილველი კომისიის 2015 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს საჩივრის განხილვაზე ვადის დარღვევის საფუძვლით ეთქვათ უარი.

აპელაცია: 2015 წლის 14 იანვარს თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრეს, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და 31 დეკემბრის საჩივრის განხილვა მოითხოვეს.

სააპელაციო გადაწყვეტილება: 2015 წლის 14 თებერვალს ტელეკომპანია "იმედის" თვითრეგულირების ორგანოს სააპელაციო კომისიამ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: ტელეკომპანია "იმედის"თვითრეგულირების ორგანოს სააპელაციო კომისიამ 14 თებერვალს გააუქმა თვითრეგულირების საჩივრების განმხილველი კომისიის 2015 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საჩივრის განხილვაზე ვადის დარღვევის საფუძვლით ეთქვათ უარი.სააპელაციო კომისიამ მიიჩნია, რომ საჩივრის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილ 10 დღის ვადაში მოხდა, რის გამოც ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა. მართალია, კომისიამ სააპელაციო საჩივრის ავტორები დაინტერესებულ მხარეებად არ მიიჩნია, და საქმის არსებით განხილვაში არ შევიდა, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაავალა ტელეკომპანიის ადმინისტრაციას, უზრუნველეყო გადაცემის სარედაქციო ჯგუფისათვის სადავო საქმის მასალების გაცნობა და მიეცათ რეკომენდაცია შემდგომი დარღვევების პრევენციის მიზნით. სამოტივაციო ნაწილში კომისიამ გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს მოუწოდა სადავო სიუჟეტი არასრულწლოვანთა დაცვის, ზუსტი ინფორმაციის მიწოდების, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვისა და ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრის სახელმძღვანელო რეკომენდაციების გათვალისიწნებით დეტალურად განიხილონ.
უკან