დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
AIRGS
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 01 ივნ 2012

შემეცნებით-გასართობი თოქ -შოუები და მედია-სტანდარტი

მედიის განვითარების ფონდი მედია–მონიტრინგის მორიგ შედეგებს აქვეყნებს. დღევანდელი კვლევის საგანია საქართველოს სამი ნაციონალური არხის – რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი და იმედის გასართობი, საზოგადოებრივი და შემეცნებითი (არაპოლიტიკური) თოქ-შოუები.

სულ კვლევაში განხილულია შემდეგი ტელეგადაცემები: - 100 გრადუსი ცელსიუსით (ტელეარხი იმედი), ნანუკას შოუ (ტელეარხი იმედი), პროფილი (ტელეარხი რუსთავი 2), აუდიტორია (პირველი არხი), ცხოვრება მშვენიერია (პირველი არხი).

კვლევაში მიმოხილულია თითოეული ტელეგადაცემის 2 გამოშვება. შესაბამისად - სულ 10 გადაცემა. გადაცემების ეთერში გასვლის თარიღი – 2012 წლის 15 აპრილიდან 2012 წლის 10 მაისამდე.

კვლევა აქცენტს ზემოაღნიშნულ გადაცემებში არსებულ დარღვევებზე აკეთებს და ცდილობს გაჩვენოთ, თუ რამდენად მოდის ის შეუსაბამობაში მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან.

კვლევის ავტორია მედია-ექსპერტი ნინია კაკაბაძე.

კვლევა მომზადდა მედიის განვითარების ფონდის პროექტის მედია-მონიტორინგი - პროფესიული და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის (მხარდამჭერი - ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო) ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 1 აპრილიდან დღემდე აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე გამოქვეყნებულია მედია-მონიტორინგის და კვლევების შედეგები 17 თემაზე, მათ შორის – რეკლამა მედიაში, ქალთა საკითხების გაშუქება, სოციოლოგიური კვლევების გაშუქების სტანდარტი და მედია, ჰონოფობია მედიაში, კრიმინალური თემატიკის გაშუქება, ტელემედიის საინფორმაციო პოლიტიკა და ა.შ. უახლოეს დღეებში ასევე გამოქვეყნდება ახალი კვლევები (რომლებიც დაფუძნებულია მარტი-აპრილი, მაისის პერიოდებზე) თემებზე: შეზღუდული შესაძლებლობების პირების გაშუქების სტანდარტი მედიაში, ბავშვთა თემა მედიაში (მეორე ანგარიში), ქალთა საკითხები მედიაში (მეორე ანგარიში), ეკონომიკის საკითხების გაშუქება, გარემოს დაცვითი საკითხების გაშუქება, კონფლიქტების გაშუქება მედიაში და ა.შ. სულ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 36-მდე მოკლევადიანი (საშუალოდ ერთთვიანი) მედია-მონიტორინგის განხორციელება და მის საფუძველზე მედია-კვლევის გამოქვეყნება.

დეტალური ანგარიში იხილეთ თანდართულ ფაილში.


შემეცნებით-გასართობი თოქ-შოუები და მედია-სტანდარტი
უკან