ქცევის კოდექსი
საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნულმა კომისიამ 30 ივლისს გამართულ სხდომაზე „ობიექტივის" ეთერში დოკუმენტური
ფილმების „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ" და „პრეზიდენტი" გაშვებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა MDF-ის საჩივრისა და კომისიის მაუწყებლობის დეპატრამენტის დასკვნისგან განსხვავებულად განმარტა. კომისიამ „ობიექტივი" მხოლოდ ნაწილობრივ მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.
მედიის განვითარების
ფონდის 19 მაისის საჩივრის საფუძველზე, კომუნიკაციების
მარეგულირებელი კომისიის მაუწყებლობის დეპარტამენტმა მოკვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ „ობიექტივის" ეთერში რუსულენოვანი ფილმები სახელმწიფო
ენაზე დუბლირებისა და სუბტიტრების გარეშე, "მაუწყებლობის შესახებ" კანონისა
და კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევით იყო განთავსებული.„მაუწყებლობის შესახებ" კანონის 511თანახმად, "არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული". კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების თანახმად კი, "არასახელმწიფო ენაზე (ქართულ და აფხაზურ ენებზე წარმოებული ფილმების გარდა) წარმოებული მხატვრული, ასევე დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში განთავსდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე,ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით".
მარეგულირებელი კომისიის წევრებმა არ გაიზიარეს დეპარტამენტის 29 ივლისით დათარიღებული დასკვნა და მხედველობაში მიიღეს თავად ტელეკომპანიის
არგუმენტები, რომლის თანახმადაც, რედაქციამ მხოლოდ ფილმის ფრაგმენტები გაუშვა ეთერში
და ამდენად კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ენაზე თარგმნის ვალდებულება მათზე
არ ვრცელდებოდა.
მაუწყებლობის დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფილმების ქრონომეტრაში
გადაცემის ავტორმა მხოლოდ იმ მიზნით შეამცირა, რომ გადაცემის ქრონომეტრაჟი მათი სრულად
გაშვების შესაძლებლობას არ იძლეოდა, ხოლო წამყვანმა შემოკლებული ვერსია ფილმებად და
არა ფრაგმენტებად წარუდგინა მაყურებელს.
მედიის განვითარების ფონდის იურისტის მარიამ ლორთქიფანიძის შეფასებით,
მარეგულირებელმა არასწორად მოახდინა კანონმდებლობის ინტერპრეტაცია. მისი განცხადებით,
ეს არის სიგნალი სხვა მაუწყებლებისთვის, რომ შემდგომში ფილმების დამონტაჟების,
წამყვანის კომენტარით გაჭრის ან სხვა მანიპულაციების
გზით გვერდი აუარონ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის იმ მუხლს, რომელიც არასახელმწიფო
ენაზე წარმოებული ფილმის დუბლირების ან სუბტუტრების გარეშე გაშვებას კრძალავს.
მარეგულირებელმა კომისიამ MDF-ის საჩივრის მხოლოდ ის ნაწილი დააკმაყოფილა, რომელიც
ფილმის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების ლიცენზიას შეეხებოდა. მაუწყებლობის დეპარტამენტის
მიერ ჩატარებული მოკვლევის თანახმად, ტელეკომპანია „ობიექტივმა" მარეგულირებელ კომისიასფილმების „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ" და „პრეზიდენტი" საქართველოს ტეროტორიაზე
მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარუდგინა. მარეგულირებელმა კომისიამ
მხოლოდ ამ ნაწილში ცნო „ობიექტივი" სამართალდამრღვევად და საავტორო და მომიჯნავე უფლების დარღვევის გამო ტელეკომპანია წერილობით გააფრთხილა.
მედიის განვითარების ფონდმა საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნულ კომისიას საკითხის შესწავლის მიზნით 19 მაისის მიმართა.