დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
MZASL
გაგზავნა

ქცევის კოდექსი

თარიღი: 09 იან 2020

MDF-ის საჩივრის საფუძველზე GNNC-მ ობიექტივის ეთერიდან “Неделя” ამოიღო




კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) დააკმაყოფილა მედიის განვითარების ფონდის (MDF) საჩივარი და "მედია-კავშირი ობიექტივი" ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, გააფრთხილა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამების - "ღამის სტუდია” და "Неделя” სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის დადგენილებისა და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. მაუწყებელი ასევე ვალდებულია, პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით.

შესაბამისად, აღნიშნული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ეთერში განთავსებით, „არასამეწარმეო მედია-კავშირმა ობიექტივმა" ვალდებულებები დაარღვია, რის გამოც, მედიის განვითარების ფონდის საჩივრის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი გააფრთხილა და არასახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობის დარღვევით განთავსებული პროგრამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.
უკან