დახურვა

თვითრეგულირება

"მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და მარეგულირებელი კომისიის მიერ 2009 წელს მიღებული "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” საფუძველზე, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ეფექტიანი მექანიზმები.

თუ თვლით, რომ თქვენს მიმართ მაუწყებლის მხრიდან ქცევის კოდექსის დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეავსეთ მოცემული ანკეტა და თქვენს ინტერესებს მედია საშუალებასთან ურთიერთობაში მედიის განვითარების ფონდი წარმოადგენს.
RLOBH
გაგზავნა

წარმატებული საქმეები

ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის - ბლოგების/ვლოგების კონკურსის გამარჯვებულები


2024 წლის 11 ოქტომბერს მედიის განვითარების ფონდმა (MDF), The WHY Foundation-თან (TWF) პარტნიორობითა და The New Democracy Fund-ის (NDF) მხარდაჭერით, პროექტის  "ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის” დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა და ბლოგებისა და ვლოგების კონკურსის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.  


კონკურსზე, რომელში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდებმა ბლოგები და ვლოგები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თემაზე მოამზადეს, 160-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ 16 ფინალისტი გამოავლინა, რომლებმაც საკონკურსო ნაშრომები წარადგინეს, რის შემდეგაც ჟიურიმ მათგან საუკეთესოები დაასახელა.


გამარჯვებულები:


მთავარი პრიზი მარიამი ქავთარაძემ მოიპოვა, ბლოგისთვის "სცენაზეა ჯეიმს ბოლდუინი” 

მარიამი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია.

ბლოგი ხელმისაწვდომია აქ


პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა დავით ხომერიკის ბლოგმა "ფიქრები დემოკრატიაზე”

დავითი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მაგისტრია, ამჟამად კი განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში მუშაობს. 

ბლოგი ხელმისაწვდომია აქ


მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა მარიამ დანელიას ბლოგმა "კომიქსებიდან კონსტიტუციამდე: სუპერგმირების სამყარო დემოკრატიის სარკეში”

მარიამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი და თანამედროვე განათლების აკადემიაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელია.

ბლოგი ხელმისაწვდომია აქ




მესამე ადგილი დაიკავა ლუკა ტაკიძის ბლოგმა "ადამიანის უფლებები, აქ და ახლა”. 

ლუკა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია.

ბლოგი ხელმისაწვდომია აქ



ჟიურის სპეციალური პრიზი:



ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ალისა პალოზიანს, ბლოგისთვის "ჩემი გზა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისკენ”. 

ალისა ინტერბიზნესის აკადემიის პირველი კურსის სტუდენტია საექთნო საქმის მიმართულებით.

ბლოგი ხელმისაწვდომია აქ


ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ესმა გუმბერიძეს, ბლოგისთვის "სკანდალი რუსეთში წინასაახალწლოდ”.

ესმა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი და აქტივისტია.

ბლოგი ხელმისაწვდომია აქ

უკან